შაბათს ინგლისური პრემიერლიგის 32-ე ტურის მხოლოდ ერთი მატჩი გაიმართა. ერთი, მაგრამ როგორი - „ვულვერჰემპტონი“ კვალში უდგას მეოთხე ადგილზე მყოფ „ჩელსის,“ მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩება და შანსი აქვს ისტორიაში პირველად ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვოს.
„ასტონ ვილა“კი საპირისპირო ამოცანას ხსნის. ელიტაში ადგილის შენარჩუნება სწადია და სტუმრების არ იყოს, ყოველი ქულა მისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია.
ბირმინგემელებმა ვერაფერი გააწყვეს „მგლების“ წინააღმდეგ. მთელი მატჩის განმავლობაში ხეირიანი მომენტიც არ შეუქმნიათ და დამსახურებულად დამარცხდნენ.
ერთადერთი ბურთი 62-ე წუთზე ლეანდერ დენდონკერმა გაიტანა.
ასტონ ვილა - ვულვერჰემპტონი 0:1
გოლი: დენდონკერი (62)