ფეხბურთი

19:13 | 27.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

არტური და პიანიჩი სამედიცინო შემოწმებას კვირას გაივლიან

მირალემ პიანიჩისა და არტურ მელოს ბარტერზე „იუვენტუსი“ და „ბარსელონა“ როგორც ჩანს, საბოლოოდ შეთანხმდნენ.

იტალიური მედიის ცნობით, ორივე ფეხბურთელი კვირას, 28 ივნისს სამედიცინო შემოწმებას გაივლიან. არტური - ტურინში, პიანიჩი - ბარსელონაში.

გარდა გაცვლისა, „იუვე“ კატალონურ გრანდს 10 მილიონ ევროსაც დაუმატებს, რადგან არტურის ღირსებულება 70 მილიონი ევროა (პიანიჩის 60).

აღსანიშნავია ისიც, რომ მიმდინარე სეზონის ბოლომდე ფეხბურთელები კლუბებს არ შეიცვლიან.

0.112875