ფეხბურთი

23:13 | 26.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

ეროვნულ ლიგაში უდანაკარგო აღარავინაა

საქართველოს ეროვნულ ლიგაში ჯერ სამი ტურის არ დასრულებულა და უდანაკარგო გუნდები გათამაშებას აღარ შემორჩნენ. ასეთი ორი ტურის თავზე მხოლოდ თბილისის „ლოკომოტივი“ იყო, რომელიც თანაქალაქელ „მერანს“ დაუხვდა.

„რკინიგზელთა“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე სოსო ფრუიძის დებიუტი შედგა, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ მაინცდამაინც წარმატებული გამოვიდა.

„მერანი“ კი დებიუტანტია და ჩინებული სტარტიც აქვს. ყოველშემთხვევავში ფაქტია, რომ სამ ტურში „დინამო ბათუმთან“, „საბურთალოსთან“ და „ლოკომოტივთან“ მარცხი არ განუცდია.

დღევანდელ შეხვედრაში „მერანმა“ სეზონში პირველად გაიტანა და პირველად გაუშვა. მეორე ტაიმის სტარტზე იაგო დეისაძემ დააწინაურა სტუმრები, რასაც თეიმურაზ შონიამ უპასუხა და გუნდებმა ქულები გაინაწილეს.

„ლოკომოტივი“ 7 ქულით ისევ სატურნირო ცხრილის სათავეშია, ხოლო „მერანი“ 3 ქულით მე-7 ადგილზეა. ხვალ მესამე ტური „დილა“ – „სამტრედიის“ მატჩით გაგრძელდება, ხოლო კვირას „ტორპედო“ – „ჩიხურას“ დაპირისპირდებით დასრულდება.

„ლოკომოტივი“ – „მერანი“ (თბ) 1:1 (0:0)

გოლები: 0:1 დეისაძე (59), 1:1 შონია (76)

0.114714