ფეხბურთი

20:41 | 26.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

ლევანდოვსკი ბუნდესლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს (+VIDEO)

პოლონეთის ეროვნული ნაკრების და მიუნხენის "ბაიერნის" თავდამსხმელი რობერტ ლევანდოვსკი ბუნდესლიგის 2019/20 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელას დაასახელეს. აღნიშნული ინფორმაცია გერმანიის ჩემპიონატის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

ბუნდესლიგის საუკეთესო ფეხბურთელის ვინაობა გულშემატკივრების ხმებით და ექსპერტების აზრით გადაწყდა. ლევანდოვსკის კონკურენციას ტიმო ვერნერ, ჯეიდონ სანჩო, ამინ ჰარიტი, ერლინგ ჰოლანდი, კაი ჰავერცი და სერჟ გნაბრი უწევდნენ.

ლევანდოვსკი მიმდინარე სეზონში გერმანიის ჩემპიონი გახდა და ბუნდესლიგის ბომბარდირთა დავაში პირველ ადგილზეა 33 გოლით და ფაქტობრივად სეზონის საუკეთესო მეგოლის სტატუსი გარანტირებული აქვს და აღნიშნულ ტიტულს მეხუთედ მოიპოვებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114237