ფეხბურთი

18:03 | 26.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჰოლანდი: "დორტმუნდის" დატოვებაზე არ ვფიქრობ, მინდა მასთან ერთად ჩემპიონი გავხდე"

ნორვეგიელი ფეხბურთელი ერლინგ ჰოლანდი „დორტმუნდის“ დატოვებას მიმდინარე ზაფხულს არ აპირებს. ნიჭიერი ფორვარდის განცხადებით, გერმანულ გუნდთან ერთად გამარჯვება უნდა.

„დორტმუნდი“ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია. ახლახან მოვედი გუნდში, გრძელვადიანი კონტრაქტი მაქვს. სწორედ ამიტომ არ ვფიქრობ კლუბის დატოვებაზე. მომავალზე დადად არ ვფიქრობ, ვცხოვრობ აწმყოში და ჩემი კარიერისთვის საუკეთესო გადაწყვეტილებებს ვიღებ. მინდა „დორტმუნდთან“ ერთად მოვიგო, არ მინდა მეორე ადგილი და როგორც თავდამსხმელმა მსურს ჩემი წვლილი შევიტანო“, - თქვა ჰოლანდმა.

შეგახსენბთ, რომ ნორვეგიელი „დორტმუნდს“ ზამთარში შეუერთდა და 17 მატჩში 16 გოლი გაიტანა.

0.127052