ტაშკენტის „ფახთაქორის“ მთავარმა მწვრთნელმა შოთა არველაძემ ნიდერლანდურ VoetbalPrimeur-თან საუბარში სიმბოლური ნაკრები დაასახელა იმ ფეხბურთელებისგან, რომელთა გვერდითაც უთამაშია.
შოთას რჩეულ თერთმეტეულში ერთადერთი ქართველია - გიორგი ქინქლაძე. სიმბოლურში სჭარბობენ „აიაქსის“ ყოფილი ფეხბურთელები, რომლებთანაც ერთად არველაძე ამსტერდამულ გრანდში ირჯებოდა.
შოთას საუკეთესო XI ასეთია:
მეკარე: ედვინ ვან დერ სარი (ნიდერლანდები)
მცველები: დანი ბლინდი (ნიდერლანდები), ფრანკ დე ბური (ნიდერლანდები), კრისტიან კივუ (რუმინეთი)
ნახევარმცველები: გიორგი ქინქლაძე (საქართველო), მიკელ არტეტა (ესპანეთი), რონალდ დე ბური (ნიდერლანდები), მიქაელ ლაუდრუპი (დანია), იარი ლიტმანენი (ფინეთი)
თავდამსხმელები: ბრაიან ლაუდრუპი (დანია), ზლატან იბრაჰიმოვიჩი (შვედეთი)