ფეხბურთი

11:40 | 26.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

კახა ჩხეტიანი: "მადლობა გულშემატკივრებს, რომლებიც სტადიონის გარედან გვქომაგობდნენ"

"დინამო თბილისის" მთავარმა მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა "საბურთალოსთან" (3:0) გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. ქართველი სპეციალისტი სეზონში პირველი გამარჯვებით კმაყოფილი დარჩა, შეგირდებსა და გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა.

"კმაყოფილი ვარ გამარჯვებით. მადლობას ვეტყვი ბიჭებს, რომლებმაც ეს გამარჯვება სანახაობრივი გახადეს და ასევე განსაკუთრებული მადლობა ჩვენს გულშემატკივარს, რომელიც სტადიონის გარედან ბოლომდე გვქომაგობდა. ვაგრძელებთ მუშაობას - ყველა თამაში ფინალის ტოლფასია და შევეცდებით მაქსიმალურ მზადყოფნაში შევხვდეთ თითოეულ მათგანს. დღევანდელ შეხვედრაში არაერთი ტრავმირებული ფეხბურთელი გვაკლდა. ნოდარ ქავთარაძეს და აკაკი შულაიას მიკრო ტრავმები აწუხებთ, მოგეხსენებათ ნიკა სანდოხაძემ ხელი მოიტეხა და ჯერჯერობით სრული დატვირთვით ვერ ვარჯიშობს. ასევე ჯერ ინდივიდუალურად ვარჯიშობს ლევან ხარაბაძე. რაც შეეხება საიმონ ბენიოს და ფილიპ ორშულას ისინი ჩამოსულები არიან და სავალდებულო კარანტინში იმყოფებიან", - ციტირებს "დინამოს" ვებგვერდი ჩხეტიანის სიტყვებს.

შეგახსენებთ, "დინამო თბილისს" სამი ტურის შემდეგ 5 ქულა აქვს და ამ დროისთვის სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118031