ფეხბურთი

15:03 | 26.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

"გვაცადეთ მუშაობა და გავხდებით ჩემპიონები" - რას ამბობდა კლოპი პირველ პრესკონფერენციაზე

„ლივერპული“ ინგლისის ჩემპიონია და რაც მთავარია, იურგენ კლოპმა სიტყვა შეასრულა. 2015 წლის 8 ოქტომბერს, გერმანელმა „წითლების“ მთავარი მწვრთნელის პოსტი დაიკავა. მაშინ ლივერპულელები მეათე ადგილზე იყვნენ და სეზონი მე-8 ადგილზე დაასრულეს.

პირველ პრესკონფერენციაზე კლოპმა იწინასწარმეტყველა, რომ 2020 წლისთვის მის გუნდს პრემიერლიგის ჩემპიონის ტიტული ერთხელ მაინც ექნებოდა მოგებული.

„წუხელ ჩვენ გავაფრომეთ კონტრაქტი. გთხოვთ დრო მოგვცეთ სამუშაოს შესასრულებლად, მაგრამ, როდესაც ოთხი წლის შემდეგ აქ დავჯდები, ვფიქრობ, რომ ერთი ჩემპიონის ტიტული მაინც გვექნება. თუ ასე არ მოხდება, იქნებ მე შვეიცარიაში მოვიგო ტიტული (იცინის).

როდესაც „დორტმუნდი“ დავტოვე, ვთქვი, რომ მნიშვნელოვანი არაა, რას ფიქრობ, როდესაც ვიღაც მოდის, არამედ მნიშვნელოვანია რას ფიქრობ, როდესაც ვიღაც მიდის. და, როდესაც გუნდს ტოვებ, ეს განსაკუთრებული დღე უნდა იყოს. პრემიერლიგის ბოლო ჩემპიონობიდან 25 წელია გასული და ეს ძალიან დიდი დროა, ისტორია ჩვენთვის საფუძველია. ეს არის შესანიშნავი კლუბი, რომელსაც დიდი პოტენციალი აქვს, აქ ყველაფერია და ვეცდებით ახალი გზა დავიწყოთ“, - ამბობდა კლოპი პირველ პრესკონფერენციაზე.

როგორც ხედავთ, იურგენ კლოპის პროგნოზი გამართლდა, ოთხი სრული სეზონის თავზე ნანატრი ჩემპიონობა „ლივერპულისაა“. და, დღე, როდესაც ის „ლივერპულს“ დატოვებს, მართლაც იქნება განსაკუთრებული.

0.120203