ფეხბურთი

1:16 | 26.06.2020 | ნანახია 1254 - ჯერ

30-წლიანი პაუზა დასრულებულია - "ლივერპული" ინგლისის ჩემპიონია

30 წელი ელოდნენ „ლივერპულის“ ქომაგები ამ დღეს და ეს დღეც დადგა. იურგენ კლოპმა შეძლო ის, რაც ვერავინ შეძლო ბოლო სამ ათეულ წელიწადში „წითლების“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე - ინგლისის ჩემპიონი გახდა.

უცნაურია, რომ ეს ისტორიული დღე ისე დადგა, „ლივერპულს“ თავად არ უთამაშია. მისი კონკურენტი „მანჩესტერ სიტი“ ლონდონის „ჩელსისთან“ უქულოდ დარჩა (1:2) და სეზონის დასრულებამდე 7 ტურით ადრე ყველაფერი გაოფიციალურდა - მერსისაიდული გრანდი პრემიერლიგის ჩემპიონია.

ინგლისის ჩემპიონის მე-19 ტიტული, მაგრამ თუ პრემიერლიგის არსებობას გავითვალისწინებთ, პირველი ჩემპიონობაა. 23-ქულიანი უპირატესობა სეზონის ფინიშამდე 7 ტურით ადრე მართლაც ფანტასტიკური შედეგია და „ლივერპული“ სრულიად დამსახურებულად გახდა ტიტულის მფლობელი.

როგორია, 30 წელი ელოდო ქვეყნის ჩემპიონობას, მით უფრო ისეთი გრანდისთვის, როგორიც „ლივერპულია“, მაგრამ რაც მთავარია ეს დღე დადგა. ახლა შეგვიძლია ვთქვათ, რომ კლოპის გუნდისთვის მომდევნო 7 მატჩი მხოლოდ ახალი სეზონის სამზადისი თუ იქნება. გერმანელზე ცალკე უნდა ვთქვათ - მართლაც შეუძლებელი შეძლო, მოიგო ჩემპიონთა ლიგაც, მოიგო პრემიერლიგაც და სამუდამოდ „წითლების“ ისტორიაში წარუშლელი კვალი დატოვა.

რაც შეეხება "ჩელსი"-"მანჩესტერ სიტის", ფრენკ ლამპარდის გუნდი გაცილებით მოტივირებული შეხვდა დაპირისპირებას და პირველი ტაიმის მიწურულს კრისტიან პულიშიჩის გოლით დაწინაურდა, რასაც მეორე ნახევარში კევინ დე ბრუინმა უპასუხა. თუმცა, 78-ე წუთზე ფერნანდინიომ ბურთი კარის ხაზიდან ხელით გამოიტანა და პენალტი ვილიანმა გაიტანა. ამრიგად, "სიტის" შეუძლია ჩემპიონთა ლიგაზე იფიქრობს, ხოლო "ჩელსიმ" თავის მხრივ მეოთხე ადგილისკენ მორიგი დიდი ნაბიჯი გადადგა, რადგან "მანჩესტერ იუნაიტედთან" 5-ქულიანი უპირატესობა შეინარჩუნა.

„ჩელსი“ – „მანჩესტერ სიტი“ 2:1 (1:0)

გოლები: 1:0 პულიშიჩი (36), 1:1 დე ბრუინი (55), 2:1 ვილიანი (78, პენ)

„ბარნლი“ – „უოტფორდი“ 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 როდრიგესი (73)

„საუთჰემპტონი“ – „არსენალი“ 0:2 (0:1)

გოლები: 0:1 ნკეტია (20), 0:2 უილოკი (86)


კომენტარები (22)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

00:33 | 28.06.2020
alfadhirhaiti (7530)

ყოჩაღ, დამსახურებულად მოიგო ლივეროულმა ნანატრი თასი, მომილოცავს.

17:47 | 27.06.2020
KoRBeN DaLLaS (24844)

ფედერერჯეიმსლივერპულდელპოტრო გილოცავ !!!
ტომაშ გილოცავ !!!
ყველა ლივერპულის ქომაგს ვულოცავ ამ ნანატრ ტიტულს. შეგიძლიათ მეც ჩამწეროთ თქვენს სიაში (ირიბად ). უბრალოდ ძალიან ძნელია ამ გუნდის მიმართ სიმპათიით არ განეწყო.

23:11 | 26.06.2020
fidofido (3392)

გილოცავთ ლივერის ფანებს. ღირსეული ჩემპიონი ჰყავს ინგლის საოცარ ფეხბურთს თამაშობს ლივერი რისთვისაც ფეხბურთი გვიყვარს ეს ის თამაშია. 2003-2004 წლის არსენალი პეპის სიტი და ეს ლივერპული ყველაზე სანახაობრივი გუნდებია ინგლისის მაშტაბით ბოლო 16-17 წელს ვგულისხმობ

21:32 | 26.06.2020
federerjamesliverpooldelpotro (17151)

მაჯცესტერის ფანობა რა კიდე შედევრებს რო წერენ

21:47 | 26.06.2020
mjgiri (8951)

მოდი არ გინდა რამდენჯერ დაამთავრეთ ამ 30 წლის მანძილზე სეზონი ჩვენზე მაღლა, 3? 4?

11:02 | 27.06.2020
federerjamesliverpooldelpotro (17151)

მაგას რა აზრი აქ. ბოლო წლები ბევრად უკეთესი გუნდია ლივერპული და ეგ თქვით, იმას რა აზრი აქ ვინ რომელ ადგილზე გავიდა 2008-2009წელს

09:26 | 27.06.2020
drogba-11 (13246)

მუ მიულოცე ლივერპულის ფანებს? დდ

10:20 | 27.06.2020
mjgiri (8951)

რა მუ? მუმუ,ტურგენევის მოთხრობა ?

13:03 | 27.06.2020
drogba-11 (13246)

შემეშალა მუ მეგონე მარიკუნააა მუ )))

18:17 | 26.06.2020
ბაბუ პერესი (16691)

ისე ლიგა მოიგო კლოპმა,პრემიერლიგაც მოიგო და რაღა უნდა ლივერპულში?მაგენი ისეთი გახარებული არიან მომდევნო 30 წელი კი ეყოფათ ეს ტიტულები და წავიდეს ბარსაში უჭირს კატალონიას ახლა))))))წაიყოლოს ვანდეიკი და სიტიდან დებრუინიც გამოაყოლოს)))))სანამ მესი კიდევ თამაშობს მაღალ დონეზე მოასწროს მანამდე)))))

18:27 | 26.06.2020
ბაბუ პერესი (16691)

ვხუმრობ რა თქმა უნდა კლოპი ჯერ არსად წამსვლელი არაა და არც ვანდეიკი-დებრუინი გამოვა)))ისე კი ბარსას რომ სერიოზული მწვრთნელი და ზოგადად შემადგენლობის ცვლილები ჭირდება სალაპარაკოც არაა.ყველაზე კარგი ვარიანტი რეალური კანდიდატებიდან ტენჰააგია მწვრთნელად და ფეხბურთელი დებრუინი მართლა ძაან საჭირო ფეხბურთელია(პირველი ვარიანტიც კი ამ ბარსას რომ ეშველოს) და სიტის თუ ბანი დაედო შეიძლება გაჩნდეს მაგის დათრევის შანსი.თუმცა ბუნებრივია კარგად ვიცი რომ ბართომეუ არაფრის გამკეთებელი არაა და სეტიენი-პიანიჩით მიაწვება მომდევნო სეზონს))))ტიპმა გაანადგურა 21-ე საუკუნის საუკეთესო კლუბი.ეგ არის მაგალითი იმის როგორ შეიძლება მეთოდურად ნელ-ნელა გაანადგურო გუნდი რომელიც ევროპას აზანზარებდა

15:09 | 26.06.2020
ბაბუ პერესი (16691)

რა კიდევ 30 წელი მოუნდება ლივერპული შემდეგ ჩემპიონობას ეს მანჩესტერის ფანები რადიოში უყურებთ ფეხბურთს?30 წელი მანჩესტერს დაჭირდება თორემ სანამ კლოპი მანდ იქნება პრემიერლიგას კიდევ კაიხანი ვერ წაართმევენ ლივერპულს.ერთადერთი სიტია კონკურენტი და ეგეც თუ დასაჯეს და დაასუსტეს მომდევნო წლები ულაპარაკოდ ლივერპულისაა.ფეხბურთელების წასვლასაც რომ შევეშვათ(რაც სიტის დიდი ალბათობით ელის ევროტურნირებზე 2 წლიანი მოსალოდნელი ბანის გამო) მარტო გვარდიოლაც რომ წავიდეს წამოწოლილი მოიგებს კლოპი ყველა უახლოეს სეზონს.გილოცავთ ლივერპულის ქომაგებს მაგარი გუნდი გყავთ და პირველრიგში მწვრთნელი გყავთ სუპერი რომელსაც სიამოვნებით ვიხილავდი კამპნოუზე))))

15:52 | 26.06.2020
mjgiri (8951)

ბარსელონას ეს შემადგენლობა მესით და სუარესით უბრალოდ არ ითამაშებს კლოპის ინტენსიურ ფეხბურთს კლოპისას კი არა სეტიენისთვის საკმარის ინტენსიურობას ვერ უზრუნველყოფენ
რაც შეეხება იუნაიტედს,ჩვენ სულ მალე დავბრუნდებით კუთვნილ ადგილას

16:19 | 26.06.2020
ბაბუ პერესი (16691)

ნახავს კლოპი ისეთ ფეხბურთელებს რომლებიც მოერგებიან ბარსას,ასე რომ შენ ნუ იდარდებ მაგაზე))))))

16:52 | 26.06.2020
mjgiri (8951)

ისე ამბობ,თითქოს მართლა წავა ბარსაში და მართლა დაიწყებს ვინმეს ძებნას

17:49 | 26.06.2020
ბაბუ პერესი (16691)

არასოდეს თქვა არასოდეს))))2-3 წელში ყველაფერი შეიძლება მოხდეს

14:51 | 26.06.2020
federerjamesliverpooldelpotro (17151)

უშანსოდ მოიგო პრემიერლიგა ყველას მთელი სეზონის განმავლობასი ლივერპულის დომინაცია იყო ყველამ იცოდა ჩემპიონი ვინ გახდებოდა ამ სეზონში

14:51 | 26.06.2020
test niki (85)

შემდეგი ჩემპიონობას იზეიმებენ 2050 წელს. სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს

14:31 | 26.06.2020
federerjamesliverpooldelpotro (17151)

30 წლიანი პაუზის შემდეგ ლივერპული ჩემპიონია სრულიად დამსახურებულად დომინანტურად ულამაზესი ფეხბურთით და მომენტებით. კლოპმა გააკეთა იმაზე მეტი ვიდრე წარმოიდგენდა ხალხი და გააკეთებს იმაზე მეტს ვიდრე კიდე წარმოიდგენენ ლივერპული ჩემპიონია!!!!!!!!!!!!

12:05 | 26.06.2020
Ginóbili20 (2332)

გილოცავთ ლივერპულის გულშემატკივრებს დამსახურებულ ტიტულს. ძლიერი გუნდი, ძლიერი შემადგენლობა და ძლიერი მწვრთნელი.

14:30 | 26.06.2020
federerjamesliverpooldelpotro (17151)

გაიხარე

01:27 | 26.06.2020
Tengoi (268)

ლივერპპპპპპპპპპპპპპუუუუუუუუულლლლლლლლლლლლლლლლლლლლ

01:27 | 26.06.2020
Tengoi (268)

მსოფლიო წითელიააააააააააააააააააა და უნდა იყოს მუდამმმმმმმმმმმმმ

01:26 | 26.06.2020
Tengoi (268)

იმედიააააა კომუნისტებიც დაბრუნდებიანნნნნნნნნნნნნნ როგორც ლივერიიიიი დაბრუნდააააააააააა

01:25 | 26.06.2020
Tengoi (268)

უძლეველიიიიიიიიიიიი წითელიიიიიიიიიიი არმიაააააააააააააააა

01:25 | 26.06.2020
Tengoi (268)

7 ტურით ადრეეეეეეეეეეეეეეეეეეე

01:25 | 26.06.2020
Tengoi (268)

ჩემპიონეეეეეეეეეეეე ჩემპიონეეეეეეეეეე ჩემპიონეეეეეეეეეეეეეეეე

01:24 | 26.06.2020
Tengoi (268)

ლივერრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრ

01:23 | 26.06.2020
Tengoi (268)

წითელიიიიიიიიიიი არმიაააააააა დაბრუნდააააააააააააააა

01:23 | 26.06.2020
Tengoi (268)

გილოცავთთთთთთთთთთთთთთ სქაუზერებოოოოოოოოოოოოოოოო

01:22 | 26.06.2020
Tengoi (268)

ლივერპულლლლლლლლლლლლ ჩემპიონნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნ

01:22 | 26.06.2020
Tengoi (268)

30 წელიიიიიიიი ველოდიიიიიიიი ამ დღესსსსსსსსსსსსსსსსს

01:22 | 26.06.2020
Tengoi (268)

არიიიიიიიიიისსსსსსსსსსს დასრულდააააააააააა ლოდინიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.17511
სარეკლამო ადგილი - 99
X x X