ფეხბურთი

0:50 | 26.06.2020 | ნანახია NaN - ჯერ

რუსულ გუნდში კორონავირუსის 8 შემთხვევა დაფიქსირდა - ოთხი დღის წინ "ლოკომოტივთან" ითამაშა

რუსეთის პრემიერლიგაში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება. მოსკოვის „დინამოს“ შემდეგ პანდემია „ორენბურგში“ გავრცელდა, რომლის 8 წარმომადგენელი ტესტზე დადებითი აღმოჩნდა.

ექვსი ფეხბურთელია, ორიც სტაფის წევრი. აღსანიშნავია, რომ „ორენბურგი“ ოთხი დღის წინ მოსკოვის „ლოკომოტივს“ დაუპირისპირდა (0:1) და იმ მატჩამდე ჩატარებული ტესტების პასუხები უარყოფითი იყო.

თავის მხრივ, შემოწმება „რკინიგზელთა“ რიგებშიც ჩატარდა, სოლომონ კვირკველიას კორონავირუსი არ აღმოაჩნდა. რაც შეეხება „ორენბურგს“, ჯერჯერობით უცნობია გადაიდება თუ არა შაბათს „კრასნოდართან“ ჩანიშნული მატჩი.

ცნობისთვის, იმავე „კრასნოდარს“ გასულ ტურში არ უთამაშია, რადგან მოწინააღმდეგე „დინამოში“ კორონავირუსის შემთხვევები ფიქსირდებოდა და მატჩი გადაიდო.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

13:53 | 16.07.2015
drus (562)

ტიპი რა დღეში ჩააგდეს..ამხანაგურიდან გააგდეს ისეთი გააფრენიეს ბერეკაშვილმა და მაჩალაძემ)))))))))))))))))

09:54 | 15.07.2015
BEERTRANCE (97819)

მდაააააა

0.064161