ფეხბურთი

18:34 | 25.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: "დორტმუნდმა" პსჟ-ს მცველი დაიმატა

დორტმუნდის „ბორუსიამ“ ბელგიის ნაკრების მცველი ტომას მუნიე დაიმატა. გერმანული კლუბის ვებგვერდის ცნობით, ბელგიელმა „ყვითლებთან“ 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

მუნიე „დორტმუნდს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა, რადგან პსჟ-სთან ხელშეკრულება 30 ივნისს ეწურება. ტომასი „სიგნალ იდუნა პარკზე“ აჩრაფ ჰაკიმის შეცვლის, რომლის საიჯარო კონტრაქტი „რეალიდან“ იწურება.

ტომას მუნიე პსჟ-ს ღირსებას 2016 წლიდან იცავდა და 128 შეხვედრაში 13 გოლი გაიტანა. მანამდე კი სახელი „ბრიუგეში“ გაითქვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.123114