ნიდერლანდებში 1 სექტემბრიდან სტადიონზე გულშემატკივრებს დაუშვებენ, მაგრამ უცნაური რეგულაციებით. ქვეყნის პრემიერმინისტრიმა მარკ რუტემ ამის შესახებ ოფიციალური განცხადება გააკეთა.
ფანებს სტადიონზე ცხადია დისტანციის დაცვა მოუწევთ, მაგრამ რაც ყველაზე უცნაურია, ყვირილი და საყვარელი გუნდის მხარდასაჭერად სიმღერაც აკრძალული ექნებათ.
„თუ სტადიონებზე იმღერებენ, ყველაფერი მარტივად იქნება - ისევ მოგვიწევს მისი დახურვა. თუ ხმამაღლა იყვირებენ ან იმღერებენ, ვირუსის გავრცელების შანსი ძალიან მაღალია. ვიცი, რომ უცნაურად და საშინლად გამოიყურება ეს ყველაფერი, მაგრამ ასეთ სიტუაციაში ვირუსი სწრაფად ვრცელდება“, - აღნიშნა რუტემ.
შეგახსენებთ, რომ ერედივიზიონის 2020-2021 წლების სეზონი სავარაუდოდ 12 სექტემბერს დაიწყება.