„რომას“ თავდამსხმელი ედინ ჯეკო იტალიური კლუბის ყველა დროის გოლეადორთა ხუთეულში შევიდა. ბოსნიელმა აღნიშნულ შედეგს „სამპდორიასთან“ (2:1) შესრულებული დუბლით უწია.
ჯეკომ „ჯალოროსიში“ ჩატარებულ 210 მატჩში 104 გოლი გაიტანა და პედრო მანფრედინის გაუთანაბრდა. ედინს სულ მალე როდოლფო ვოლკისა (106 გოლი) და ამადეო ამადეის (111 გოლი) გადასწრებაც არ უნდა გაუჭირდეს.
ისიც ვთქვათ, რომ „რომას“ ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი ფრანჩესკო ტოტია (307 გოლი), ხოლო მეორე პოზიციას რობერტო პრუცო იკავებს (138 გოლი).