ფეხბურთი

0:56 | 25.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

ვესლი სნეიდერი: "რეალში" ჩემი საუკეთესო მეგობარი არყის ბოთლი იყო"

ვეტერანმა ფეხბურთელმა ვესლი სნეიდერმა მადრიდის „რეალში“ გატარებული პერიოდი გაიხსენა. ნიდერლანდელის განცხადებით, მადრიდში მისი საუკეთესო მეგობარი არყის ბოთლი იყო.

„პატარა ვიყავი და ვტკბებოდი წარმატებით და ყურადღებით. მაგრამ რაღაც არასწორად წარიმართა. არ ყოფილა ნარკოტიკები, მაგრამ ალკოჰოლი და როკენროლი იყო. ამ ყველაფერს შევეჩვიე, თითქოს ჰოლანდიური სამეფო ოჯახის ერთ-ერთი ვარსკვლავი ვიყავი. „რეალში“ კარგად ვთამაშობდი, მაგრამ მეუბნებოდნენ, რომ უკეთ ვითამაშებდი.

მარტო ვიყავი და ჩემს თავს ვეკითხებოდი, რატომ უნდა ვიყო მარტო, როდესაც ამდენი მეგობარი მყავს? ვერ ვხვდებოდი, რომ არყის ბოთლი ჩემი საუკეთესო მეგობარი გახდა. ფიზიკურად ამას ვერც ვამჩნევდი. მეორე დღეს ვიღვიძებდი, თითქოს არაფერი მომხდარა. გავაგრძელე თამაში, მაგრამ ნაკლებად კარგად და კონცენტირებულად. ჩემი დამოკიდებულება „რეალისადმი“ სათანადო არ იყო. ჩემს თავს ვატყუებდი, რომ ყველაფერი კარგად მიმდინარეობდა. ფიზიკურად ჩავიძირე, ნაკლებს დავრბოდი, თუმცა ყველაფრის დამალვას ტექნიკით ვცდილობდი და მეგონა, რომ ვერავინ შეამჩნევდა“, - თქვა სნეიდერმა.

შეგახსენებთ, ვესლი სნეიდერი „რეალში“ 2007-2009 წლებში თამაშობდა და 66 მატჩში 11 გოლი გაიტანა. შემდეგ კი მილანის „ინტერში“ გადავიდა და პირველივე სეზონში ჩემპიონთა ლიგა მოიგო.

ნიდერლანდელმა ასევე ითამაშა „აიაქსში“, „გალათასარაისა“ და „ნიცაში“, კარიერა კი 2019 წელს „ალ-გარაფაში“ დაასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111481