„დინამო თბილისის“ ნახევარმცველის ნიკა ნინუას „ბეშიქთაშში“ სავარაუდო ტრანსფერის დეტალებზე თურქული მედია წერს. გამოცემა Ortacizgi-მ ფინანსური კუთხის შესახებ დაწერა.
როგორც თურქული ვებგვერდი იტყობინება, ნინუას სანაცვლოდ „დინამო“ 800 000 ევროს მიიღებს, ხოლო თავად ფეხბურთელი „არწივებთან“ 5-წლიან კონტრაქტს გაფორმებს.
ნიკას ანაზღაურება თურქული ფეხბურთის გრანდში წელიწადში 300-350 ათასი ევრო იქნება.
ნინუამ გასულ სეზონში „დინამოს“ მაისურით ჩატარებულ 31 მატჩში 8 გოლი გაიტანა და 9 საგოლე პასი შეასრულა. ფეხბურთელის ტრანსფერზე დღეს კომენტარი „დინამოს“ პრესსამსახურმაც გააკეთა.