ფეხბურთი

21:54 | 24.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

6 ქალაქის 8 სტადიონი - როგორ შეხვდება ეროვნული ლიგის მოედნები განახლებულ სეზონს

Covid-19-ის პანდემიის შედეგად გამოწვეული იძულებითი პაუზის შემდეგ, კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 25 ივნისს, 18:00 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე თბილისური დერბით განახლდება, სადაც საბურთალო ქვეყნის მოქმედ ჩემპიონს - თბილისის დინამოს დაუპირისპირდება.

ეროვნული ჩემპიონატის განახლებულ სეზონს, მთელი ქვეყნის მასშტაბით 6 ქალაქის, 8 სტადიონი უმასპინძლებს. კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ყველა მოედანი, სეზონის განახლებისთვის სრულ მზადყოფნაშია, როგორც სპორტული, ასევე უსაფრთხოების თვალსაზრისით, სადაც სრულად დაცული იქნება ჯანდაცვის სამინისტროს პროტოკოლის საფუძველზე გაცემული რეკომენდაციები.

სეზონის განახლებამდე, ქვევით მოცემულია ყველა სტადიონის ფოტო მასალა. შეგახსენებთ, რომ ეროვნული ჩემპიონატის სტადიონებს ჩაუტარდა სადეზინფექციო სამუშაოები, რომლებიც სფფ-ის პარტნიორმა კომპანია ელექსირმა უზრუნველყო.

ELIGA.GE

გორის სტადიონი

ქუთაისის სტადიონი

სამტრედიის სტადიონი

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი

მიხეილ მესხის სათადარიგო სტადიონი

თელავის სტადიონი

დინამო არენა

ბათუმის ანგისას ბაზა

0.064604