ფეხბურთი

20:15 | 24.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლა: "ფორვარდის პოზიციაზე თამაში გუნდოგანს შეუძლია"

„მანჩესტერ სიტის“ სერხიო აგუერო დაუშავდა და პეპ გვარდიოლა ფორვარდის პოზიციაზე საყრდენი ნახევარცველის, ილქაი გუნდოგანის თამაშს აპირებს. ამის შესახებ ესპანელმა საჯაროდ განაცხადა.

„გაბრიელ ჟესუსში ეჭვი არ გვეპარება, შესანიშნავი ფეხბურთელია და სერხიო აგუეროსთან ერთადაც უთამაშია. მაგრამ სტერლინგს, ბერნარდო სილვას და გუნდოგანსაც შეუძიათ ცრუ 9-იანის პოზიციაზე თამაში“, - თქვა გვარდიოლამ.

შეგახსენებთ, რომ აგუერომ მუხლის ტრავმა „ბარნლისთან“ მატჩში მიიღო და საოპერაციოა.

0.112701