„ბასკონიასა“ და „უნიკახას“ შეხვედრაში ყურადღება მიიქცია ვიტორიელთა მთავარი მწვრთნელის, დუშკო ივანოვოჩისა და თორნიკე შენგელიას ეპიზოდმა. მესამე პერიოდში მონტენეგროელი წუთშესვენებისას ქართველს ძალიან გაუბრაზდა.
- ივანოვიჩი: თქვენ გინდათ წააგოთ, ასეთი თამაშით წააგებთ. თოკო თამაში დაასრულე! აქ არა, პარკეტზე!
- შენგელია: მსაჯებს რამე უთხარი!
- ივანოვიჩი: რა მსაჯები?! კალათბურთი ითამაშე!
საბოლოოდ, შეხვედრა „ბასკონიამ“ ოვერტაიმში 87:86 მოიგო და ნახევარფინალში გავიდა. ქართველმა მძიმე ფორვარდმა კი 27 წუთში 9 ქულა, 4 მოხსნა, 7 პასი და 1 დაფარება მიითვალა.