კალათბურთი

11:27 | 24.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

ნიკოლა იოკიჩი კორონავირუსით ჯოკოვიჩისგან დაინფიცირდა

„დენვერ ნაგეტსის“ კალათბურთელ ნიკოლა იოკიჩს კორონავირუსი დაუდასტურდა. სერბი მოთამაშე სავარაუდოდ ნოვაკ ჯოკოვიჩთან ერთად დაინფიცირდა.

საქმე ისაა, რომ 11 ივნისს, იოკიჩი ბელგრადში „ნოლესთან“ ერთად იმყოფებოდა და მის გვერდით იჯდა. ჯოკოვიჩს კი, მოგეხსენებათ მეუღლესთან ერთად კორონავირუსი აღმოაჩნდა.

აღსანიშნავია, რომ სერბმა ჩოგბურთელმა საჩოგბურთო ტურნირს, Adria Tour-ს გაუწია ორგანიზება, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაინფიცირდა, მათ შორის თვითონ, გრიგორ დიმიტროვი, ბორნა ჩილიჩი, ვიქტორ ტროიცკი და ახლა უკვე იოკიჩიც.

სერბი კალათბურთელი, რომელიც სეზონის შეწყვეტამდე საშუალოდ 20 ქულას, 10 მოხსნასა და 6 პასს აგროვებდა, ასიმპტომურია და იქამდე სანამ ვირუსისგან არ განიკურნება, სერბეთს ვერ დატოვებს.

0.111453