კატალონიის „ბარსელონასგან“, როგორც წესი გოლის გატანასაც მიჩვეულნი ვართ და გოლის გაშვებასაც, მაგრამ კიკე სეტიენის პოსტკორონავირუსული გუნდი ცოტა სახეცვლილია.
ყოველშემთხვევაში ბოლო სამ მატჩში „ბარსელონამ“ მხოლოდ სამი გოლი გაიტანა, სეზონის განახლების შემდეგ კი გოლი საერთოდ არ გაუშვია.
„ბლაუგრანა“ ლიდერობის დაკარგვის შემდეგ ბილბაოს „ატლეტიკს“ დაუხვდა და რეაბილიტაცია სურდა, რაც მძიმედ, მაგრამ ნაწილობრივ მაინც მოახერხა. მთავარი შედეგი იყო, რასაც კატალონელებმა მიაღწიეს. უსახური პირველი ტაიმის შემდეგ მასპინძლებმა ბასკებს კარს გასაღები მაინც მოარგეს.
ეს 71-ე წუთზე მოხდა, მასში ცხადია ლიონელ მესის წვლილი ძალზე დიდია, ხოლო მატჩის გმირი ივან რაკიტიჩი გახდა, რომელმაც გამარჯვების გოლი გაიტანა. „ბარსელონამ“ „რეალს“ 3 ქულით გადაასწრო, მაგრამ შესაძლოა 24 საათით, რადგან ზინედინ ზიდანის გუნდი „მალიორკას“ „ვალდებებასზე“ უნდა დაუხვდეს.
„ბარსელონა“ – „ბილბაო“ 1:0 (0:0)
გოლი: 1:0 რაკიტიჩი (71)