ფეხბურთი

1:28 | 24.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

ზიდანი: "მსაჯები? ჩვენს შესახებ ბევრს საუბრობენ და ეს ნორმალურია"

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა მსაჯების შესახებ კომენტარი გააკეთა. ფრანგი ყურადღებას არ აქცევს იმ პოლემიკას, რომელიც „სამეფო კლუბისა“ და არბიტრების შესახებაა, მხოლოდ საქმეზეა ორიენტირებული.

„ბევრ რამეს ამბობდნენ, მაგრამ მე უბრალოდ მინდა ჩემს საქმეზე ვიფიქრო. ვერავინ წაგვართმევს იმას, რასაც მოედანზე ვაკეთებთ, თამაშიდან თამაშამდე. ამ სტილით წინ უნდა წავიდეთ და ჩვენს შესახებ ამდენი ლაპარაკი ნორმალურია, რადგან მნიშვნელოვანი კლუბი ვართ“, - განაცხადა ზიდანმა.

შეგახსენებთ, „რეალი“ ლა ლიგის 31-ე ტურში 24 ივნისს, „მალიორკას“ უმასპინძლებს.

0.122414