ვეტერანი ფრანგი ფეხბურთელი ჟერემი მენეზი იტალიაში დაბრუნდა და კარიერას სერია B-ში ახლახან აღზევებულ „რეჯინაში“ გააგრძელებს.
რეჯიო კალაბრიული გუნდის ვებგვერდის ინფორმაციით, მენეზმა უკვე გააფორმა სამწლიანი კონტრაქტი.
ფრანგი ბოლოს მექსიკურ „ამერიკაში“ თამაშობდა, იტალიაში კი 2008-2011 წლებში „რომას“ (112 მატჩი, 12 გოლი), 2014-2016 წლებში კი „მილანის“ (46 მატჩი, 20 გოლი) იცავდა. სხვადასხვა პერიოდში ასევე უთამაშია „სოშოში“, „მონაკოში“, პსჟ-ში, „ბორდოსა“ და „ანტალიასფორში“.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ამის დე*აც,ბრაზილია გამოაგდო და მესამე ადგილისთვისაცვერ იბრძოლა
ალალად ეკუთვნოდა,კარგი ნაკრები ჰყავს,ჩილეს მასპინძლის ფაქტორი რომ არა შეიძლება ფინალშიც გვენახა,ისე სულ მიკვირს მსოფლიოზე რატომ ვერ გადიან