ფეხბურთი

0:34 | 24.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

"როტორში" ორი ქართველი დარჩა, ერთმა დატოვა

ბექა მიქელთაძე და ნიკა ყიფიანი 2020-2021 წლების სეზონს „როტორში“ გაატარებენ. როგორც რუსული გუნდის ვებგვერდი იტყობინება, ყიფიანმა კლუბთან უკვე გააფორმა ხელშეკრულება.

მიქელთაძე კი საქართველოშია, გუნდს უახლოეს დღეებში შეუერთდება და შემდეგ გააფორმებს კონტრაქტს.

გარდა ამისა, „როტორი“ უკვე დატოვა ანზორ სანაიამ, რომელმაც რუსულ გუნდში 2019 წლიდან 31 მატჩში 8 გოლი გაიტანა.

შეგახსენებთ, რომ მიქელთაძე და ყიფიანი გასულ სეზონში „რუბინში“ თამაშობდნენ, მაგრამ ყაზანელებმა მათთან თანამშრომლობა აღარ ისურვეს.

0.128253