ფეხბურთი

20:30 | 23.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ვილიარეალის" ლეგენდა სამწლიანი ტრავმის შემდეგ დაბრუნდა და თანაგუნდელები ემოციურად დახვდნენ (+VIDEO)

ესპანური „ვილიარეალის“ ლეგენდა ბრუნო სორიანი სამწლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა. „სევილიასთან“ მატჩის მიწურულს ვეტერანი ესპანელი თამაშში ჩაერთო და ეს დიდ ემოციასთან იყო დაკავშირებული.

სორიანოს მატჩის შემდეგ თანაგუნდელები გასახდელში ტაშით და სიმღერებით შეეგებნენ. ცხადია, იმ სიძლიერისთვის, რომელიც მან ამ ურთულეს პერიოდში აჩვენა.

ბრუნოს ბოლოს ოფიციალურ მატჩში მონაწილეობა მიღებული 2017 წლის მაისში ჰქონდა,1128 დღის წინ.

ხსენებულ სამწლიან პერიოდში ესპანელმა ბევრი ტკივილი და ორი ოპერაცია გამოიარა, მაგრამ საყვარელ საქმეს მაინც დაუბრუნდა. აქვე გეტყვით, რომ ბრუნო სორიანოს „ვილიარეალში“ 400-ზე მეტი თამაში აქვს ჩატარებული.

0.114393