ფეხბურთი

18:25 | 23.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჩილავერტი: "მარადონას იმის 1% არ მოუგია, რაც მესიმ მოიგო"

ლეგენდარულ პარაგვაელ მეკარეს, ხოსე ლუის ჩილავერტს ეჭვი არ ეპარება, რომ ლიონელ მესი ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელია.

ჩილავერტის აზრით, მარადონა მესის დონეზე არასდროს ყოფილა და არგენტინელებმა ლეოს მადლობა უნდა გადაუხადონ, ესპანეთის ნაკრებში თამაში რომ აირჩია.

„უდავოა, რომ მესი პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელია. მარადონას იმის 1%-იც კი არ მოუგია, რაც მესიმ თავისი კარიერის განმავლობაში მოიგო. არგენტინელებმა მესის მადლობა უნდა გადაუხადონ, რომ არგენტინის ნაკრები აირჩია და არა ესპანეთის, მისი თამაშის ყურება სიამოვნებაა“, - თქვა ჩილავერტმა.

0.111885