იმის გამო, რომ საფრანგეთის საფეხბურთო ჩემპიონატი სხვა ევროპული ტოპ-ლიგებისგან განსხვავებით ნაადრევად დასრულდა, დედაქალაქური “პსჟ“-ს მთავარ ვარსკვლავს, ბრაზილიელ ნეიმარს მშვენიერი არდადეგები დაუდგა და მთელს თავისუფალ დროს სამშობლოში ახალ გულისსწორთან, ნატალია ბარულიჩთან თანაყოფაში ატარებს.
ნატალია ნეიმარის ძველი გულისსწორების მსგავსაც ცნობილი და წარმატებული მოდელია, რომელიც არასოდეს მორიდებია თამამ ფოტო-სესიებს და თავის საქმეში ბევრი ვერ გაეჯიბრება. ერთი ისაა, რომ მასზე იძახიან უჟმურიაო, რადგან ლაპარაკი არ უყვარს და ბულვარულ პრესასაც მაინცდამაინც არ სწყალობს.
დაახლოებით ორი კვირის წინ, ბრაზილიაში მყოფმა ესპანელმა ჟურნალისტებმა ნატალია ბარულიჩს მხოლოდ ის დააცდენინეს, რომ ნეიმარის გულისსწორს საერთოდ არ აინტერესებს მობურთალის ყოფილი საყვარლების ვინაობა და იმითაც კი არ ინტერესდება, “ნეი“ ახლა რა ურთიერთობაშია მათთან.