ფეხბურთი

14:46 | 23.06.2020 | ნანახია 1312 - ჯერ

ბათუმის სტადიონის მშენებლობა დასკვნით ფაზაშია (VIDEO)

ბათუმის უნივერსალურ სპორტულ კომპლექსზე სამუშაოები დასკვნით ეტაპზე გადავიდა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მიმდინარეობს შიდა მოპირკეთებითი და კოსმეტიკური სამუშაოები, ასევე სახანძრო და უსაფრთხოების სისტემების მონტაჟი.

დასრულდა საჩრდილობლებისა და საზოგადოებრივი სივრცის მოწყობის სამუშაოები. შპს “სტადიონი”, ახალგაზრდობის რეგიონულ ცენტრთან ერთად „Cinema Park-ის” პროექტს იწყებს. კინოთეატრის მეშვეობით სასურველი ფილმების ყურება საკუთარი ავტომობილიდან იქნება შესაძლებელი.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

17:54 | 23.06.2020
lagashi (6738)

რაშუაშია აქ და მაინტერესებს სესხებზე სამთვიანი საშეღავათო პერიოდზე რაიმე გამოცდილება თუ მოგეცათ? ამერიკან ექსპრესით ვსარგებლობ, ახლა გასული სამივე თვე დააჯამეს, რაღაც პროცენტი დაუმატეს და ივლისში უნდა გადამახდევინონ ერთიანად! არ ვიცი რა დავარქვა ამას....

20:15 | 23.06.2020
O. Mertskhali (8101)

მე თუ მკითხავ, ხალხმა, როგორც მინიმუმ, უნდა უჩივლოს (ალბათ, ერთად) მაგ გათახსირებულებს..
ახლობელს ასეთი სიტუაცია ჰქონდა, რომ გადახდა უნდოდა და ვერ იხდიდა - 'გაყინული' ყოფილა შესაბამისი ფუნქციები აპარატებში, კორონას დაწყების შემდეგ

21:10 | 23.06.2020
lagashi (6738)

მერჩივნა გადამეხადა ყოველთვიურად და ხელათვე დავურეკე ცხელ ხაზზე, მაგრამ უარი მითხრეს, გამოცხადებულ შეღავათს ექსპრეს სესხებზე ვერ გავაუქმებთო, ანუ გინდა თუ არა ჩვენ მაინც არ მივიღებთ ჩარიცხულ თანხასო...

21:48 | 23.06.2020
O. Mertskhali (8101)

ჰო, მაგაშია საქმე.. ახლა არანაირად არ აქვთ უფლება, რამე დამატებითი გადასახადის მოთხოვნის, მაგრამ თუ არ უჩივლა ხალხმა, მაგათ ისე, სინდისი შეაწუხებთ, თუ რა..

22:38 | 23.06.2020
lagashi (6738)

თან ამ თვეში ორჯერ მომივიდა სმს შეტყობინება, ერთში სამი თვის წინანდელ მინიმალურს მთხოვენ და მეორე სმს-ით სამი თვის დაჯამებულს, ბანკში ვერაფერს მიხვდნენ ოპერატორები, ცხელ ხაზზე კი უარი მითხრეს იდენტიფიკაციას ვერ ვახდენთ და პერსონალურ მონაცემებზე ვერ დაგელაპარაკებითო, არადა 3 თვის წინ ჩვეულებრივად დავამყარეთ კომუნიკაცია . ისტორიის გაფუჭება არ მაწყობს თორემ კი ვიცი რასაც ვუზამ...

15:31 | 23.06.2020
romandro (103)

vulocav batums da aseve mtel saqartvelos aseti lamazi stadionis shematebistvis...

14:58 | 23.06.2020
batumi90 (258)

მადლობა ყველას ვისაც თითო აგური აქვს დადებული ჩვენი ულამაზესი სტადიონის მშენებლობაში..❤️

16:12 | 23.06.2020
KoRBeN DaLLaS (24842)

ვინ თქვა რომ აგურითაა ნაშენები ? ))

17:46 | 23.06.2020
batumi90 (258)

გადატანითი მნიშვნელობით ვთქვი ბატონო კორბენ, მადლობა ყველას ვისაც პატარა წვლილი აქვს შეტანილი

18:06 | 23.06.2020
KoRBeN DaLLaS (24842)

ვიხუმრე )) რა თქმა უნდა, ზოგან აგურიც იქნებოდა გამოყენებული.
გილოცავთ ბათუმელებს.

22:21 | 23.06.2020
batumi90 (258)

გაიხარე, არამხოლოდ ბათუმს, მთელ საქართველოს ვულოცავ.

0.145594