ფეხბურთი

10:27 | 23.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

"თეთრების სიცოცხლე მნიშვნელოვანია" - ინციდენტი მანჩესტერში და "ბარნლის" ბოდიში

„მანჩესტერ სიტისა“ და „ბარნლის“ (5:0) მატჩის დაწყებამდე „ეტიჰად სთედიუმის“ თავზე ვერტმფრენმა გადაიფრინა, რომელსაც თან წარწერა ჰქონდა: „თეთრების სიცოცხლე მნიშვნელოვანია, „ბარნლი“.

ამის გამო ინგლისურმა გუნდმა ბოდიში ოფიციალური განცხადებით მოიხადა და თქვეს, რომ თვითონ არაფერ შუაში არიან.

„გვინდა განვმარტოთ, რომ ჩვენ ამაზე პასუხისმგებლები არ ვართ. ეს არავითარ შემთხვევაში არა ის, რასაც საფეხბურთო კლუბი „ბარნლი“ ქადაგებს. ვიმუშავებთ ხელისუფლებასთან, რომ პასუხისმგებლები რაც შეიძლება სწრაფად გამოვავლინოთ და ისინი დაისაჯონ. კლუბს აქვს ამაყი რეპუტაცია, რომ თანამშრომლობს ყველა სქესის, რელიგიისა და რწმენის ადამიანთან, ეწინააღმდეგება ნებისმიერი სახის რასიზმს. ჩვენ სრულიად ვუერთდებით პრემიერლიგის აქციას Black Lives Matter. გულწრფელად ბოდიშს ვიხდით პრემიერლიგის, „მანჩესტერ სიტისა“ და ყველა იმ ადამიანის წინაშე, რომელიც Black Lives Matter-ის მოწოდებას იზიარებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

საინტერესოა ის გარემოება, რომ „ბარნლის“ რიგებში ამ ეტაპზე ერთადერთი შავკანიანი ფეხბურთელი ირიცხება. როგორც ჩანს, ინციდენტიც ამით იყო გამოწვეული.

0.119171