ფეხბურთი

21:11 | 22.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: გიორგი გაბედავა "დინამოს" ფეხბურთელია

საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა „დინამო თბილისმა“ ქართველი თავდამსხმელი გიორგი გაბედავა დაიმატა. დედაქალაქური კლუბის ვებგვერდის ცნობით, მხარეებს შორის 1.5-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა.

გაბედავა კარანტინში იმყოფებოდა და ინდივიდუალურად, გუნდისგან იზოლირებულად ვარჯიშობს. მხოლოდ განმეორებითი ტესტირების შემდეგ შეუერთდება გუნდს.

30 წლის ფორვარდ სხვადასხვა დროს „გაგრას“, „მარიუპოლის“, „ბაიას“, „სამტრედიის“, „დინამო ბათუმის“, „ჩიხურას“, „ზაგლებიესა“ და „საბურთალოს“ ღირსება დაუცავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110809