ფეხბურთი

19:43 | 22.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

"მთელმა მსოფლიომ დაინახა რა მოხდა" - სეტიენი "რეალის" მატჩში VAR-ის გადაწყვეტილების შესახებ

კატალონიის „ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელი კიკე სეტიენი დარწმუნებულია, რომ მის გუნდს ჩემპიონობა შეუძლია და თამაშის ხარისხით კმაყოფილია.

სეტიენმა ასევე კომენტარი გააკეთა „სოსიედადისა“ და მადრიდის „რეალის“ მატჩში საკამათო ეპიზოდის შესახებ, რომელიც მადრიდელთა სასარგებლოდ გადაწყდა. ამის შესახებ ესპანელმა ბილბაოს "ატლეტიკთან" მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

„მთელმა მსოფლიომ ნახა რა მოხდა და ყველამ საკუთარი შეფასებები გააკეთოს. მე საკუთარ თავზე ვამახვილებ ყურადღებას, ძალიან კმაყოფილი ვარ ბევრი რამით, რასაც ვაკეთებთ. ორი თამაში მოვიგეთ და ერთხელ ფრე ვითამაშეთ. 6 გოლი გავიტანეთ და არ გაგვიშვია. არმგონია, რომ ფეხბურთის პრობლემა გვაქვს, ვითარდებით და კარგად ვმუშაობთ.

ლა ლიგის მოგება ისევ შეგვიძლია, დარწმუნებული ვარ, მაგრამ იგივე ეხება „რეალსაც“. ყველაფერი რაც ჩვენ გვეხება, მათზეც შეიძლება ითქვას. VAR? ეს არის ინსტრუმენტი, რომელიც გვაქვს და შეიძლება უკეთ გამოყენება. გადაწყვეტილებები უფრო მკაფიო უნდა იყოს“, - თქვა სეტიენმა.

შეგახსენებთ, რომ „რეალი“ და „ბარსელონა“ ლა ლიგას 65-65 ქულით ლიდერობენ, მაგრამ „სამეფო კლუბს“ ურთიერთშეხვედრებში უპირატესობა გააჩნია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113719