ფეხბურთი

18:15 | 22.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ცრვენა ზვეზდას" ხუთ ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდასტურდა

ბელგრადის „ცრვენა ზვეზდაში“ კორონავირუსის ხუთი შემთხვევა დადასტურდა. როგორც სერბული გუნდის ვებგვერდი იტყობინება, დაინფიცირებული არიან გობელიჩი, პეტროვიჩი, იოვანჩიჩი, კონატერი და იოვიჩიჩი.

ყველა მათგანი კარანტინში გადაიყვანეს, ხოლო გუნდის დანარჩენ წევრებს ტესტირება უტარდებათ.

აღსანიშნავია, რომ „ცრვენა ზვეზდას“ სერბეთის ჩემპიონის ტიტულის წვეულებ აჰქონდა დაგეგმილი, რაც ბუნებრივია ჩაიშალა. ცოტა ხნის წინ კი, „პარტიზანთან“ დერბი მაყურებლებით გაიმართა და რაც სტადიონზე ხდებოდა, ის კადრები მთელმა მსოფლიომ ნახა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114403