თამაშგარე

16:10 | 22.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

სილვია კარუზო ექსპერტად მოგვევლინა

იტალიელი მოდელი და ტელეწამყვანი სილვია კარუზო აპენინური ფეხბურთის მიყვარულების ძველი ნაცნობია. ეს ის ასულია, რიმელიც ხშირად ამშვენებს ტელეკომპანია “რაი“-ს სპორტულ ეთერებს და ამ ხუმრობა-ხუმრობაში როგორც ჩანს ფეხბურთის შემეცნების კუთხით საკმაოდ დიდი ცოდნა დააგროვა.

მაშინ, როდესაც სილვია კარუზო ტელეწამყვანის ამპლუაში ახალი წარმოჩენილი იყო, ალბათ ექვს იტალიელ ფეხბურთელსაც კი ვერ ჩამოთვლიდა ერთმანეთს მიყოლებით. ახლა კი ლამისაა ექსპერტად მოგვევლინოს და ისეთებს ამბობს, ბევრ გამოცდილ საფეხბურთო მიმომხილველს რომ დააჭყეტინებს თვალებს.

სილვიას აზრით, კორონავირუსის გამო არსებული პანდემია ფეხბურთს არამხოლოდ უარყოფითი კუთხით დაეტყობა. ადამიანები უფრო მეტად დააფასებენ ფეხბურთზე სიარულის არსს და სულ მალე დაბრუნდება დრო, როდესაც იტალიის საფეხბურთო სტადიონები კვლავ გადაივსება. არადა, ბოლო 10 წელი ამ კუთხით მხოლოდ და მხოლოდ კლება იყო...

0.140609