ხორვატიის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი ლუკა მოდრიჩი მიიჩნევს, რომ მის გუნდთან თამაშის დროს, იტალიას ანდრეა პირლოს არყოფნა დაეტყობა.
“ანდრეა პირლო, როგორც წესი, იტალიის ნაკრებში გადამწყვეტ როლს თამაშობს. ამიტომ, რა თქმა უნდა, იტალიელებს ის დააკლდებათ. ამ შეხვედრაში გამარჯვებული, შესაძლოა, მოედნის ცენტრში ბრძოლამ გადაწყვიტოს.” – აცხადებს მოდრიჩი.
იტალია და ხორვატია ერთმანეთს 16 ნოემბერს, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლში დაუპირისპირდებიან. პირლო მატჩს ტრავმის გამო გამოტოვებს.