ისტორია

10:34 | 22.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

22 ივნისი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1962 - დაიბადა სერგო შალიბაშვილი. კოშკიდან წყალში მხტომელი. იუნიორთა ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედლის მფლობელი (1978). საბჭოთა კავშირის ჩემპიონატების ოქროსა (1980) და ბრინჯაოს (1979) მედლების მფლობელი. საკავშირო თასის გათამაშების სამგზის გამარჯვებული (1978, 1979, 1980). რამდენიმე საერთაშორისო ტურნირის ჩემპიონი და პრიზიორი. 1983 წელს კანადაში ასპარეზობისას ტრაგიკულად დაიღუპა. სიკვდილის შემდეგ დააჯილდოვეს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ოლიმპიური მედლით.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1942 - გერმანელების მიერ ოკუპირებულ კიევში “სიკვდილის მატჩი” ჩატარდა. კიევის “დინამომ” “ლიუფტვაფე” 5:3 დაამარცხა, რაც რამდენიმე უკრაინელი ფეხბურთელის დახვრეტის საბაბი გახდა.

1956 - თბილისის “დინამომ” საერთაშორისო ამხანაგურ მატჩში, რიო დე ჟანეიროს “ატლეტიკა პორტუგეზასთან” 2:2 ითამაშა. ქართველთაგან ორივე გოლი ზაურ კალოევმა გაიტანა. თამაში თბილისში ჩატარდა. “დინამო”: პირაევი, ელოშვილი, ძიაპშიპა, ხოჭოლავა, ა. კოტრიკაძე, დავარაშვილი, ჭკუასელი, კ. გაგნიძე, კალოევი, ზაზროევი, მესხი. “დინამოს” ანდრო ჟორდანია წვრთნიდა.

1974 - მსოფლიოს მეათე ჩემპიონატი ფეხბურთში (გფრ). ჯგუფური ეტაპი: გდრ-გფრ 1:0; ბრაზილია-ზაირი 3:0; შოტლანდია-იუგოსლავია 1:1.

1980 - ევროპის ჩემპიონატი ფეხბურთში (იტალია). ფინალი: გფრ-ბელგია 2:1. ჩემპიონთაგან ორივე გოლი ჰორსტ ჰრუბეშმა გაიტანა, ბელგიელთაგან ვან დერ ეიკენმა გამოიჩინა თავი. რომის ოლიმპიურ სტადიონზე თამაშს 48 ათასი მაყურებელი დაესწრო. გფრ (ნაკრებს იუპ დერვალი წვრთნიდა): შუმახერი, კალცი, შტილიკე, კარლ ჰაინც ფიორტსტერი, დიტცი, შუსტერი, ბრიგელი (კულმანი), ჰანსი მიულერი, ჰრუბეში, კარლ ჰაინც რუმენიგე, ალოფსი. ბელგია: პფაფი, გერეტსი, მეუვსი, რენკინი, მილეკამპი, კოოლსი, ვან დერ ეიკენი, ვან მური, კულემანსი, ვან დერ ელსტი, მომენსი.

1982 - მსოფლიოს მეთორმეტე ჩემპიონატი ფეხბურთში (ესპანეთი). ჯგუფური ეტაპი: პოლონეთი-პერუ 5:1; ბელგია-უნგრეთი 1:1; შოტლანდია-სსრკ 2:2, გოლები ალექსანდრე ჩივაძემ, რამაზ შენგელიამ,შოტლანდიელთაგან კი, თავი ჯორდანმა და სუნესმა გამოიჩინეს. ქართველთაგან საბჭოთა კავშირის ნაკრების ღირსებას ამ მატჩში თენგიზ სულაქველიძეც იცავდა.

1986 - მსოფლიოს მეცამეტე ჩემპიონატი ფეხბურთში (მექსიკა). მეოთხედფინალი: არგენტინა-ინგლისი 2:1; ბელგია-ესპანეთი 1:1 (5:4).

1992 - ევროპის ჩემპიონატი ფეხბურთში (შვედეთი). ნახევარფინალი: დანია-ჰოლანდია 2:2, პენალტებით დანიელებმა იმარჯვეს (5:4).

1994 - ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ფლეი-ოფის ფინალში, “ჰიუსტონ როკიტსმა” “ნიუ იორკ ნიკზი” დაამარცხა და NBA-ის რიგით 48-ე ჩემპიონი გახდა.

1994 - მსოფლიოს მეთხუთმეტე ჩემპიონატი ფეხბურთში (აშშ). ჯგუფური ეტაპი: შვეიცარია-რუმინეთი 4:1; აშშ-კოლუმბია 1:1.

1996 - მაიკლ მურერმა სუპერმძიმე წონითი კატეგორიის პროფესიონალ მოკრივეთა შორის, აქსელ შულცი მეთერთმეტე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

1998 - მსოფლიოს მეთექვსმეტე ჩემპიონატი ფეხბურთში (საფრანგეთი). ჯგუფური ეტაპი: რუმინეთი-ინგლისი 2:1; კოლუმბია-ტუნისი 1:0.

2002 - მსოფლიოს მეჩვიდმეტე ჩემპიონატი ფეხბურთში (სამხ. კორეა-იაპონია). მეოთხედფინალი: ესპანეთი-სამხ. კორეა 0:0 (პენალტებით კორეელებმა მოიგეს 5:4); სენეგალი-თურქეთი 0:1 (დამატებითი დრო).

2006 - მსოფლიოს მეთვრამეტე ჩემპინატი ფეხბურთში (გერმანია). ჯგუფური ეტაპი: ჩეხეთი-იტალია 0:2; განა-აშშ 2:1; იაპონია-ბრაზილია 1:4; ხორვატია-ავსტრალია 2:2.

2006 - გერმანიაში ჩატარებულ მუნდიალზე, ბრაზილიელმა რონალდომ იაპონიის ნაკრების წინააღმდეგ თამაშისას დუბლი შეასრულა და მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპებზე გატანილი გოლების რაოდენობით (14), გერმანელ გერდ მიულერს გაუტოლდა.

2008 - ავსტრია-შვეიცარიის ევროპის ჩემპიონატი ფეხბურთში. ნახევარფინალი. ესპანეთი-იტალია 0:0. გამარჯვებული ვერც დამატებითმა დრომ გამოავლინამ ნატჩისშემდგომი პენალტების სერია კი პირენელებმა 4:2 მოიგეს. ესპანელთა მეკარე იკერ კასილასმა დანიელე დე როსისა და ანტონიო დე ნატალეს თერთმეტმეტრიანები მოიგერია. 1984 წლიდან მოყოლებული ესპანეთის პირველად გავიდა ევროპის ჩემპიონატის ფინალში.

2010 - სამხრეთ აფრიკის მუნდიალის A ჯგუფის დასკვნით მატჩებში ურუგვაიმ მექსიკას 1:0 მოუგო, ტურნირის მასპინძლებმა კი საფრანგეთი 2:1 დაამარცხეს. მერვედფინალში ურუგვაი და მექსიკა გავიდა. მსოფლიოს ჩემპიონები ისტორიაში პირველად მასპინძელმა პირველი რაუნდის ბარიერი ვერ დაძლია. B ჯგუფში ნიგერის და სამხრეთ კორეა 2:2 დაზავდნენ, არგენტინამ კი საბერძნეთს 2:0 მოუგო. ჯგუფიდან მერვედფინალში არგენტინა და სამხრეთ კორეა გავიდნენ.

ამ დღეს დაიბადნენ

1837 - პოლ ჩარლზ მორფი. ამერიკელი გენიოსი მოჭადრაკე. მსოფლიოს არაოფიციალური ჩემპიონი. გარდაიცვალა 1884 წელს.

1903 - ჯორჯ ბრაუნი. 1920-30-იან წლებში ინგლისელი ფეხბურთელი (ფორვარდი). გამოდიოდა “ჰადერსფილდში”, “ასტონ ვილაში”, “ბარნლიში”, “ლიდსში”. ინგლისის სამგზის ჩემპიონი (“ჰადერსფილდის” შემადგენლობაში). ინგლისის პირველ დივიზიონში ჩაატარა 445 მატჩი, გაიტანა 276 გოლი. ინგლისის ნაკრების 9 მატჩში გაიტანა 5 გოლი. ჯორჯე ბრაუნი 1948 წლის 10 ივნისს გარდაიცვალა.

1908 - პაბლო დორადო. 1929-32 წლებში ურუგვაის ნაკრების ფორვარდი. მსოფლიო 1930 წლის ჩემპიონი. მუნდიალის ფინალურ სტადიაზე ჩაატარა 3 მატჩი, გაიტანა 2 გოლი. ურუგვაის ნაკრების შემადგენლობაში ჩატარებული აქვს 7 შეხვედრა, რომლებშიც 3 გოლი გაიტანა.

1911 - მარი ფილიპსენ-ბრაუნი. ამერიკელი მოცურავე. 1928 წლის ოლიმპიური ჩემპიონი.

1915 - კორნელიუს ვარვერდამი. ამერიკელი მძლეოსანი. ჭოკით ხტომაში მსოფლიოს უკანასკნელი ჩემპიონი ბამბუკის ჭოკით ასპარეზობისას.

1922 - ფალკონ გონსალვო. 1940-56 წლებში “ბარსელონას” ნახევარმცველი-ფორვარდი. ესპანეთის ხუთგზის ჩემპიონი და თასის სამგზის მფლობელი. მსოფლიო 1950 წლის ჩემპიონატის მონაწილე. “ბარსელონას” ერთ-ერთი ლეგენდარული ფეხბურთელი.

1933 - ჟუან ევარისტო. გასული საუკუნის 50-იანი წლები ბრაზილიის ნაკრების, “ბარსელონასა” და მადრიდის “რეალის” ფორვარდი. კატალონიელთა შემადგენლობაში ორჯერ მოიგო ბაზრობათა თასი. ესპანეთის ოთხგზის ჩემპიონი და ქვეყნის თასის ორგზის მფლობელი. მოგვიანებით წვრთნიდა რამდენიმე ბრაზილიურ კლუბს, ყატარისა და ერაყის ნაკრებებს.

1936 - ფერან ოლიველია. ესპანეთის ნაკრებისა და “ბარსელონას” ფორვარდი. ევროპის 1964 წლის ჩემპიონი. ბაზრობათა თასის ორგზის მფლობელი. ესპანეთის ორგზის ჩემპიონი და თასის სამგზის გამარჯვებული.

1948 - პიტ “პისტოლ” მარავიჩი. “ატლანტა ჰოუქსის” ვარსკვლავი (200 სმ). დასახელებულია ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის 50 უძლიერეს მოთამაშეს შორის.

1958 - როდიონ კემეტარუ. 1978-89 წლებში რუმინეთის ნაკრების ფორვარდი. ნაკრების შემადგენლობაში ჩაატარა 75 მატჩი, გაიტანა 22 გოლი. რუმინეთის ოთხგზის ჩემპიონი და თასის ოთხგზის მფლობელი.

1962 - კლაიდ დრექსლერი. აშშ-ს ნაკრების, “პორტლენდისა” და “ჰიუსტონის” მსროლელი-მსუბუქი ფორვარდი. ბარსელონას 1992 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი. ჰიუსტონელთა შემადგენლობაში 1995 წელს გახდა ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ჩემპიონი. 10-ჯერ იასპარეზა ნბა-ს “ყველა ვარსკვლავის” მატჩში.

1962 - სერგო შალიბაშვილი. კოშკიდან წყალში მხტომელი. იუნიორთა ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედლის მფლობელი (1978). საბჭოთა კავშირის ჩემპიონატების ოქროსა (1980) და ბრინჯაოს (1979) მედლების მფლობელი. საკავშირო თასის გათამაშების სამგზის გამარჯვებული (1978, 1979, 1980). რამდენიმე საერთაშორისო ტურნირის ჩემპიონი და პრიზიორი. 1983 წელს კანადაში ასპარეზობისას ტრაგიკულად დაიღუპა. სიკვდილის შემდეგ დააჯილდოვეს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ოლიმპიური მედლით.

1964 - მიროსლავ კადლეცი. 1987-97 წლებში ჩეხოსლოვაკიისა და ჩეხიის ნაკრების მცველი. ორივე ნაკრების შემადგენლობაში ჩაატარა 74 მატჩი, გაიტანა 2 გოლი. ევროპის 1996 წლის ჩემპიონატის ფინალისტი. მსოფლიო 1990 წლის ჩემპიონატის მონაწილე. “კაიზერსლაუტერნის” შემადგენლობაში ორჯერ გახდა გერმანიის ჩემპიონი და მოიპოვა ქვეყნის თასი.

1971 - ჰოდადად აზიზი. 1992-2004 წლებში ირანის ნაკრების ფორვარდი. მსოფლიო 1998 წლის ჩემპიონატის მონაწილე. ირანის ნაკრებში ჩაატარა 47 მატჩი, გაიტანა 11 გოლი. 1996 წელს დაასახელეს ირანის საუკეთესო ფეხბურთელად. დასახელებულია აზიის მეოცე საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელთა ათეულში.

1984 - იანკო ტიპსარევიჩი. სერბი ჩოგბურთელი. 2008 წლის მარტში მსოფლიო კლასიფიკაციაში 33-ე ადგილი ეჭირა. 2001 წელს მოგებული აქვს ავსტრალიის ღია პირველობა ჭაბუკთა შორის. კარიერის განმავლობაში გამომუშავებული აქვს 2 მილიონ 214 461 დოლარი.

1984 - ანდრეა მანტოვანი. “ტორინოსა” და “კიევოს” მცველი. 2003 წელს 19 წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონი გახდა. იტალიის ახალგაზრდულ ნაკრებში ჩაატარა 17 მატჩი.

1985 - სოფოკლის შორცანიდისი. საბერძნეთის ნაკრებისა და პირეოსის “ოლიმპიაკოსის” მეფარე (208 სმ). მსოფლიო 2006 წლის ჩემპიონატის ფინალისტი. ევროპის 2009 წლის პირველობის ბრინჯაოს მედლის მფლობელი. 2006 და 2010 წლებში დაასახელეს საბერძნეთის “ყველა ვარსკვლავის” მატჩის საუკეთესო კალათბურთელად. შორცანიდისი კამერუნშია დაბადებული (მას მამა ბერძენი ჰყავს, დედა კამერუნელი).

0.112145