იტალიის სერია A-ში XXV ტური დასრულდა და როგორც ჩანს, მილანის „ინტერი“ სკუდეტოსთვის ბოლომდე იბრძოლებს. ყოველშემთხვევაში, „ნერაძურიმ“ „იუვენტუსთან“ ჩამორჩენა 6 ქულამდე შეამცირა და ბრძოლაში დარჩა.
ანტონიო კონტეს გუნდმა სეზონი ჯერ კიდევ 8 დღის წინ იტალიის თასის ნახევარფინალით განაახლა, ახლა კი სერია A-ს დაუბრუნდა და გენუის „სამპდორიას“ გაეჯიბრა. მილანელებს ნერვიულობა მოუწიათ, მაგრამ მთლიანობაში დამსახურებულად იმარჯვეს.
პირველივე ტაიმში „ინტერის“ უპირატესობა კომფორტული იყო. ჯერ რომელუ ლუკაკუმ გაიტანა, მერე შეტევაში მისმა პარტნიორმა ლაუტარო მარტინესმა. „სამპა“ თამაშში მეორე ტაიმის სტარტზევე დაბრუნდა, სხვაობა შეამცირა, თუმცა ეს მაქსიმუმი გამოდგა. „ინტერი“ ახლა „ლაციოს“ 5, ხოლო „იუვეს“ 6 ქულით ჩამორჩება.
ბერგამოს „ატალანტამ“ კი, ქალაქს, რომელიც კორონავირუსის გამო იტალიაში ყველაზე მეტად დაზარლდა, მშვენიერი საჩუქარი გაუკეთა და „სასუოლო“ გაანადგურა. თითქოს პაუზა არც ყოფილა, ჯან პიერო გასპერინის გუნდმა ისევ ძველებურად ლაღად და მშვენივრად ითამაშა. შედეგიც სახეზეა - 4:1. „ატალანტა“ მეოთხე ადგილზეა და „რომასთან“ 6-ქულიანი უპირატესობა აქვს.
ორშაბათს XXVII ტური დაიწყება და სამი მატჩი შედგება: „ფიორენტინა“ – „ბრეშა“, „ლეჩე“ – „მილანი“ და „ბოლონია“ – „იუვენტუსი“.
„ატალანტა“ – „სოსიედადი“ 4:1 (3:0)
გოლები: 1:0 ჯიმშიტი (16), 2:0 ძაპატა (31), 3:0 ბურაბია (37, ა.გ), 4:0 ძაპატა (66), 4:1 ბურაბია (90)
„ინტერი“ – „სამპდორია“ 2:1 (2:0)
გოლები: 1:0 ლუკაკუ (10), 2:0 ლაუტარო მარტინესი (33), 2:1 თორსბი (52)