ფეხბურთი

2:31 | 22.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

"რეალმა" "ბარსელონას" შეცდომა არ აპატია - "სამეფო კლუბი" სათავეშია

ესპანეთის ლა ლიგაში 30 ტურის თავზე ორხელისუფლიანობა დამყარდა. მადრიდის „რეალმა“ კარგად ისარგებლა „ბარსელონას“ ფეხის დაცდენით და ახლა პირველ ადგილს ქულებით კი იყოფს, მაგრამ ისე ლიდერია, რადგან კატალონურ გრანდს პირად შეხვედრებში სჯაბნის.

სან სებასტიანში პირველი ტაიმი უგოლო გამოდგა, თუმცა მეორე ნახევარში „სამეფო კლუბმა“ ანგარიშის გახსნა მალევე შეძლო. სერხიო რამოსმა მორიგი გოლი გაიტანა, ამჯერად პენალტით.

70-ე წუთზე კარიმ ბენზემამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ სეზონის რესტარტს ჩინებულ ფორმაში შეხვდა და სხვაობა გააორმაგა. „სოსიედადსაც“ არ უნდა დავუკარგოთ, რომ ბოლომდე იბრძოლა, მაგრამ მიკელ მერინოს პრესტიჟის გოლის მეტს ვერაფერს გამორჩა.

შედეგად, „რეალს“ და „ბარსას“ 65-65 ქულა აქვთ და წინ ცხელი ტურები გველოდება. თავის მხრივ „სოსიედადი“ ამ წაგებით ჩემპიონთა ლიგის ზონას კიდევ უფრო დაშორდა.

დღესვე 30-ე ტურში კიდევ ორი მატჩი იყო და ორივეში მასპინძელთა უპირატესობა აშკარა გახლდათ. „ვალენსიამ“ „ოსასუნა“ 2:0 დაამარცხა, ხოლო „სელტამ“ „ალავესი“ 6:0 გაანადგურა.

„სოსიედადი“ – „რეალი“ 1:2 (0:0)

გოლები: 0:1 სერხიო რამოსი (50, პენ), 0:2 ბენზემა (70), 1:2 მერინო (83)

0.116862