ფეხბურთი

23:52 | 21.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

რუსეთში კორონავირუსის გამო მატჩი გადაიდო - "კრასნოდარი" "სოჭის" არ დაემსგავსა

რუსეთის ჩემპიონატი ორი დღის წინ განახლდა, თუმცა ტური სრულად მაინც ვერ ჩატარდა და ერთი მატჩი გადაიდო, რისი მიზეზი ცხადია კორონავირუსია.

მოსკოვის „დინამოს“ სამ ფეხბურთელს კლინტონ ნჯიეს, ჩარლს კაბორესა და სებასტიან შიმანსკის ვირუსი დაუდასტურდათ და გუნდი ორკვირიან კარანტინში გადავიდა. შედეგად, "კრასნოდართან" თამაში გადაიდო.

აღსანიშნავია, რომ „კრასნოდარმა“ მატჩის 19 ივლისისთვის გადადებაზე თანხმობა განაცხადა და კლუბის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადეს.

შედარებისთვის, ორი დღის წინ „სოჭმა“ უარი თქვა თამაშის გადადებაზე, რის გამოც „როსტოვი“ აკადემიის ფეხბურთელებით დაუპირისპირდა და 1:10 განადგურდა. რუსეთში „სოჭის“ საქციელს რუსული ფეხბურთის სირცხვილი უწოდეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116122