კალათბურთი

19:22 | 21.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

შერმადინის 13 ქულა და პლეი-ოფის დაკარგული შანსი

ესპანეთის ლიგა ენდესას ფინალური ეტაპის მესამე ტურის შემდეგ პლეი-ოფში გასვლის შანსი „იბეროსტარ ტენერიფემ“ დაკარგა. ქართველი კალათბურთელის გუნდი „ბილბაოს“ დაუპირისპირდა და პრაქტიკულად უბრძოლველად წააგო - 70:78.

თამაში არ წაუვიდა ქართველ ცენტრს, რომელიც მთავარ მწვრთნელს დიდად არც დაუტვირთავს. გიორგიმ 19:02 წუთში 13 ქულა, 3 მოხსნა და 1 პასი მიითვალა, 7-დან 5 ორქულიანი (71%) და 5-დან 3 საჯარიმო (60%) ჩააგდო. შედეგად, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 12-ს გაუტოლდა, რაც თანაგუნდელთა შორის მეორე მაჩვენებელი იყო.

„იბეროსტარ ტენერიფეს“ 3 ტურში 3 წაგება აქვს და ჯგუფიდან ვერ გავა. მეოთხე მატჩს კი 23 ივნისს, „ჟუვენტუტთან“ ჩაატარებს.

0.168663