ფეხბურთი

18:55 | 21.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

კლოპი: "ერთადერთი ვარ ვისაც ნიღაბი უკეთია და თავი უცხო ადამიანი მგონია"

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა კორონავირუსის შესახებ ისაუბრა და დიდი ბრიტანეთის მთავრობა ზომების დაგვიანებით მიღების გამო გააკრიტიკა. მისი აზრით, გერმანიაში ყველაფერი სხვაგვარადაა.

„როდესაც ინგლისში ბენზინის ავზის ასასვებად მივდივარ, ერთადერთი ვარ, ვისაც ნიღაბი და ხელთათმანები უკეთია, თავს უცხო ადამიანად ვგრძნობ. თუმცა მე არ შევწყვეტ ამის გაკეთებას, სანამ არ მეტყვიან, რომ პანდემია დასრულდა. საბედნიეროდ, კლუბში უსაფრთხოდ ვართ.

გერმანიაში თუ მაღაზიაში წასვლა გინდა და პირბადე არ გიკეთია, არ შეგიშვებენ, მორჩა. შეგვიძლია ვიდაოთ საჭიროა თუ არა მისი ტარება, მაგრამ ყველა ქვეყანას, სადაც იყენებენ, დაზარალებულთა უფრო ნაკლები რაოდენობა ჰყავს, ვიდრე დიდ ბრიტანეთს და ეს ფაქტია.

მე პირადად არ მესმის რატომ დავიწყეთ ნიღბების ტარება დახურულ სივრცეებში მხოლოდ 15 ივნისს, როდესაც სხვა ქვეყნებში ამას ხუთი-ექვსი კვირაა აკეთებენ“, - თქვა კლოპმა.

შეგახსენებთ, დღეს „ლივერპულისთვის“ სეზონი განახლდება და „გუდისონ პარკზე“ დერბიში „ევერტონს“ დაუპირისპირდება.

0.127916