ყაზანის „რუბინის“ შემტევმა ნახევარმცველმა ხვიჩა კვრაცხელიამ „ურალთან“ (2:1) მატჩი შეაფასა. ქართველი საუკეთესოდ დაასახელეს, სამართლიანადაც, რადგან ჯერ ულამაზესი „მაკრატელა“ გაიტანა, მერე კი საგოლე პასი შეასრულა.
„ვფიქრობ, რომ კარგი გოლი იყო. მოგილევეცმა კარგად ჩააწოდა და დავარტყი. ბურთი ცოტა უკან იყო და ამიტომ, თავით დარტყმას ვერ მოვახერხებდი, ასე, რომ ასეთი გადაწყვეტილება მივიღე. რაც მთავარია გუნდმა გაიმარჯვა. პირველი ტაიმი სუსტად დავიწყეთ, მაგრამ შემდეგ გავათანაბრეთ. ვფიქრობ, მეორე ტაიმი უკეთესი გამოდგა, ვიდრე პირველი.
- ულამაზესი "მაკრატელა" და ბრწყინვალე საგოლე პასი - კვარაცხელიამ სეზონი შთამბეჭდავად განაახლა (+VIDEO)
რა გვითხრა სლუცკიმ? მოგვილოცა. თქვა, რომ იგივე ძალისხმევით უნდა გავაგრძელოთ. მნიშვნელოვანია 3 ქულის მოპოვება და წინსვლა“, - თქვა კვარაცხელიამ.
შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში ხვიჩას რუსეთის პრემიერლიგაში 20 შეხვედრაში 3 გოლთან ერთად და 2 საგოლე პასი აქვს მითვლილი.