ფეხბურთი

12:05 | 21.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

ზიდანმა პიკეს უპასუხა: "მსაჯები განსაკუთრებულად არ გვექცევიან"

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა ჟერარ პიკეს უპასუხა. ესპანელმა მცველმა „სევილიასთან“ მატჩის შემდეგ თქვა, რომ „სამეფო კლუბს“ მსაჯები ეხმარებიან.

თუმცა, რა გასაკვირია და, ფრანგი სპეციალისტი პიკეს მოსაზრებას არ იზიარებს.

„მხოლოდ „სოსიედადთან“ მატჩი მაინტერესებს. მაქვს საკუთარი აზრი, ყველას თავისი აზრი გააჩნია, მაგრამ ახლა ჩვენ მხოლოდ თამაშზე ვფიქრობთ, რადგან ეს ერთადერთი მნიშვნელოვანი საკითხია. ვაპირებთ, რომ ყველაფერი მინდორზე დავამტკიცოთ. მსაჯები განსაკუთრებულად არ გვეპყრობიან, ამის შესახებ მეტი არაფერია სათქმელი“, - თქვა ზიდანმა.

შეგახსენებთ, დღეს „რეალი“ „სოსიედადს“ დაუპირისპირდება და გამარჯვების შემთხვევაში „ბარსელონას“ ქულებით გაუთანაბრდება.

0.145882