ფეხბურთი

2:01 | 21.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

103 დღის შემდეგ : სერია A განახლდა

103 დღის შემდეგ იტალიის სერია A-ც განახლდა. კალჩო 25-ე ტურის გადადებული ორი მატჩით დარესტარტდა, ორიც კვირასაა ჩანიშნული. ეს მატჩები მაშინ გადაიდო, როდესაც იტალიაში კორონავირუსის პირველი შემთხვევები დადასტურდა.

პაუზა ტურინში დასრულდა, სადაც „ტორინომ“ „პარმას“ უმასპინძლა. პირველივე ტაიმში გუნდებმა გოლები გაცვალეს და საბოლოო შედეგიც დაფიქსირდა - 1:1.

შემდეგ კი, „ვერონამ“ „კალიარის“ უმასპინძლა და დი კარმინეს დუბლით 2:1 დაამარცხა. იტალიაში დღეს კიდევ ორი მატჩია დაგეგმილი, „ატალანტა“ – „სასუოლო“ და „ინტერი“ – „სამპდორია“.

ორშაბათიდან კი, XXVII ტური აიღებს სტარტს და სერია A-ც სრულად დაგვიბრუნდება.

„ტორინო“ – „პარმა“ 1:1 (1:1)

გოლები: 1:0 ნ’კულუ (15), 1:1 კუცკა (31)

„ვერონა“ – „კალიარი“ 2:1 (2:1)

გოლები: 1:0 დი კარმინე (14), 2:0 დი კარმინე (26), 2:1 სიმეონე (43)

თეგებისერია A
0.166123