ფეხბურთი

21:50 | 20.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

ზივზივაძის "მეზოკოვესდმა" ბოლო წუთზე მეხეილ მესხის გოლით მოიგო (+VIDEO)

უნგრეთის ჩემპიონატი დასასრულს უახლოვდება და ბუდუ ზივზივაძის „მეზოკოვესდი“ ევროპა ლიგის საგზურისთვის იბრძვის.

31-ე ტურში ქართველის გუნდმა მეორეადგილოსანი „ფეჰერვარი“ საკუთარ მოედანზე მიიღო და მსაჯის მესამე კომპენსირებულ წუთზე გატანილი გოლით 2:1 დაამარცხა.

ბუდუმ შეუცვლელად ითამაშა, შეეძლო გოლის გატანა, მაგრამ ვერ მოახერხა. სამაგიეროდ, მატჩის გმირი მიხეილ მესხი გახდა. დიახ, ქართული წარმოშობის უკრაინელი ნახევარმცველი, რომელმაც ბოლო წამზე გამარჯვების გოლით გაიტანა. ვთქვათ, რომ მესხს აქამდე უკრაინაში, "სტალის" ღირსება დაუცავს.

სეზონის დასრულებამდე ორი ტურით ადრე „მეზოკოვესდი“ 50 ქულით „პუშკაშ აკადემიასთან“ ერთად მესამე-მეოთხე ადგილებს იყოფს. აღსანიშნავია, რომ რესტარტის შემდეგ უნგრულმა გუნდმა პირველი თამაში მოიგო.

0.14311