ფეხბურთი

20:46 | 20.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

ქოჩორაშვილი ზედიზედ მეორედ ლა ლიგის განაცხადში, მაგრამ დებიუტის გარეშე

ესპანეთის ლა ლიგაში ზედიზედ მეორე ტურია „ლევანტეს“ განაცხადში მოხვდა გიორგი ქოჩორაშვილი, თუმცა არც ამჯერად ათამაშეს.

ვალენსიელებმა ბარსელონაში „ესპანიოლს“ 3:1 აჯობეს და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს, 20 წლის ქართველი ნახევარმცველი კი, როგორც „სევილიასთან“ ახლაც თადარიგში იყო.

იმედია, პაკო ლოპესი უახლოეს ხანში ქართველ ფეხბურთელს ლა ლიგაში დებიუტის საშუალებასაც მისცემს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.123666