ფეხბურთი

2:17 | 20.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონას" ფეხი დაუცდა და "რეალს" შანსი მისცა

ესპანეთის ლა ლიგაში 30-ე ტურის შემდეგ შესაძლოა ორხელისუფლიანობა დაბრუნდეს. ყოველშემთხვევაში, მადრიდის „რეალს“ ამის შანსი ნამდვილად აქვს და ვნახოთ როგორ გამოიყენებს.

იქამდე, რესტარტის შემდეგ „ბარსელონამ“ ქულები პირველად დაკარგა. კიკე სეტიენის გუნდი „სევილიას“ ცარიელ „სანჩეს პისხუანზე“ ესტუმრა და გოლი ვერ გაუტანა. ამდენად, გასავარდნ ზონაში მყოფ „მალიორკასთან“ და „ლეგანესთან“ დამაჯერებელი გამარჯვებები როგორც ჩანს, შეფასების კრიტერიუმად ვერ გამოდგება. „ბარსას“ პრობლემები ისევ აქვს.

ხულენ ლოპეტეგის „სევილიასაც“ ამ ფრით თავის დიდად დამშვიდება არ გამოუვა, რადგან ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოსახვედრად მისთვის თითოეულ ქულას ოქროს ფასი ადევს.

ახლა „ბარსელონა“ „რეალს“ სამი ქულით უსწრებს, „სამეფო კლუბი“ ორ დღეში „სოსიედადს“ ესტუმრება და ბასკეთში სამ ქულას თუ მოიპოვებს, სატურნირო ცხრილის სათავეში თანაფარდობა იქნება.

0.111022