მრავალგიზის პარალიმპური ჩემპიონი და ფორმულა 1-ის ყოფილი პილოტი ალექს ძანარდი სიკვდილის პირასაა. იტალიური მედიის ცნობით, ცნობილი სპორტსმენს ინციდენტი სიენას პროვინციაში პარალიმპიური სპორტსმენების შეჯიბრის დროს შეემთხვეა, სადაც Obietivo tricolore-ს ერთ-ერთ ეტაპზე მონაწილეობდა.
ძანარდი ქალაქ სიენას ლე სკოტეს საავადმყოფოში მაშველებმა ვერტმფრენით გადაიყვანეს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.
შეგახსენებთ, ალესანდრო ძანარდი ფორმულა 1-ის პილოტი იყო, 2001 წელს, ჩემპ ქარის გერმანულ ეტაპზე ძანარდის უმძიმესი ავარია შეემთხვა - პიტსტოპიდან გამოსულს, კანადელი ალექს ტალიანი გვერდიდან დაეჯახა, მიღებული ტრავმების შედეგად, ძანარდიმ ორივე ფეხი დაკარგა.
იტალიელმა ამის შემდეგ პარალიმპიურ სახეობებში გადაინაცვლა და 2012 წელს ლონდონში, ხოლო 2016 წელს რიოში, სხვადასხვა დისციპლინაში 4 ოქროს მედალი მოიპოვა.







