ფეხბურთი

17:23 | 19.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლა: "სანეს გუნდის დატოვება უნდა და შეუძლია წავიდეს"

„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ დაადასტურა, რომ სეზონის ბოლოს ლეროი სანე კლუბს დატოვებს.

ესპანელმა ამის შესახებ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. სანე კი დიდი ალბათობით, სამშობლოში დაბრუნდება და მიუნხენის „ბაიერნის“ მაისურს მოირგებს.

„ყველამ იცის, მან უარი თქვა კონტრაქტის გახანგრძლივებაზე, ორჯერ, სამჯერ. თუ სხვა გუნდთან შეთანხმება მიღწეული აქვს, შეუძლია გუნდი დატოვოს.

როდესაც ფეხბურთელს კონტრაქტს ვთავაზობთ, ეს იმიტომ ხდება, რომ გვინდა ჩვენთან დარჩეს. მას განსაკუთრებული თვისებები აქვს, კარგი ბიჭია და მისი საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. თუმცა თვითონ ახალი თავგადასავალი სურს“, - თქვა გვარდიოლამ.

შეგახსენებთ, რომ ლეროი სანე „მანჩესტერ სიტის“ ღირსებას 2016 წლიდან იცავს და 134 მატჩში 39 გოლი აქვს გატანილი.

0.127776