ფეხბურთი

20:01 | 5.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

“მერანი” “დინამოს” მედგრად დაუდგა

ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მე-8 ტურის გვიანი მატჩი “დინამო არენაზე” ერთობ საინტერესო და დაძაბული გამოდგა. მარტვილელებმა ტოლი არ დაუდეს თბილისელებს, მეორე ტაიმში აჯობეს კიდეც. იყო ორი არჩათვლილი გოლი (ორივე მხარეს), დინამოელი ძარიას მიერ ვერგატანილი პენალტი. კიდევ რამდენიმე ძალიან ეფექტური მომენტი, მაგრამ საბოლოოდ მეტოქეები ერთმანეთს უგოლოდ დაშორდნენ.

“ზუგდიდი” დიდი ხნის შესვენების შემდეგ, პირველად თამაშობდა მშობლიურ ქალაქში. გულშემატკივრებს იმედი ჰქონდათ, რომ ზუგდიდელები ნავსს გატეხდნენ და სეზონში პირველ გამარჯვებას მოიპოვებდნენ, მაგრამ მასპინძლებმა სტუმარ ქუთაისელებს ვერაფერი მოუხერხეს და უგოლოდ გაეყარნენ. მეტიც, მსაჯმა ორივე გუნდიდან თითო ფეხბურთელი გააძევა.

“სამტრედიამ” შინ ბათუმის”დინამო” დაამარცხა და ცხრილში მეორე ადგილზე დაბრუნდა. “ჩიხურამ” კი ბოლოსკენ გატეხა “ვეტერინართა” წინააღმდეგობა.

5 ოქტომბერი

ჩიხურა (საჩხერე) – ვიტ ჯორჯია (თბილისი) 2:0 (0:0)

გოლები: 1:0 თეიმურაზ ღონღაძე (76, პენალტით), 2:0 თორნიკე მუმლაძე (80)

ზუგდიდიტორპედო (ქუთაისი) 0:0

გაძევება: შოთა ლომია (79, ზუგდიდი); მიხეილ მახვილაძე (79, ტორპედო)

სამტრედიადინამო (ბათუმი) 2:0 (1:0)

გოლები: 1:0 გიორგი პაჭკორია (37), 2:0 გიორგი მელქაძე (90+4)

შუქურა (ქობულეთი) – მეტალურგი (რუსთავი) 0:1 (0:0)

გოლი: 0:1 ვარლამ კილასონია (71, პენალტით)

დინამო (თბილისი) – მერანი (მარტვილი) 0:0

4 ოქტომბერი

გურია (ლანჩხუთი) – სპარტაკი (ცხინვალი) 1:1 (0:0)

გოლები: 0:1 ნიკა კაჭარავა (77), 1:1 კობა შალამბერიძე (88, პენალტით)

სიონი (ბოლნისი) – დილა (გორი) 1:4 (1:2)

გოლები: 0:1 ირაკლი მოდებაძე (17), 1:1 გიორგი ფოფხაძე (26), 1:2 ირაკლი მოდებაძე (45), 1:3 ბაჩანა არაბული (58), 1:4 რომან ახალკაცი (90)

გაძევება: ლადო ბურდული (84, “სიონის” მთავარი მწვრთნელი)

ზესტაფონი – კოლხეთი (ფოთი) 1:1 (1:0)

გოლები: 1:0 ჯაბა დვალი (26), 1:1 დათა სიჭინავა (56)


1.დინამო (თბილისი)852114:617
2.სამტრედია851210:616
3.დილა842212:414
4.სპარტაკი84227:714
5.ტორპედო83418:513
6.ჩიხურა84139:813
7.მეტალურგი833210:812
8.ვიტ-ჯორჯია83149:810
9.დინამო (ბათუმი)83148:1010
10.გურია82427:1310
11.ზესტაფონი823316:119
12.მერანი82246:88
13.სიონი82249:138
14.კოლხეთი82247:118
15.შუქურა81435:127
16.ზუგდიდი80444:114

მეგოლეები:

5 - ირაკლი მოდებაძე (დილა)

4- შოთა ლომია (ზუგდიდი), ოთარ კვერნაძე (ტორპედო), ჯაბა დვალი (ზესტაფონი)

3 - დავით სირაძე (სიონი), ბადრი ტეტუნაშვილი (დინამო ბათუმი), გიორგი პაპუნაშვილი, ნიკოლოზ საბანაძე (დინამო თბილისი), მათე კვირკვია (ვიტ ჯორჯია), ვარლამ კილასონია (მეტალურგი)

2 - ჩისკო მუნიოსი, ირაკლი ძარია, გიორგი ჩირგაძე (დინამო), გიორგი ჩელებაძე (შუქურა), ბესიკ ჩიმაკაძე (მერანი), ნიკა კვეკვესკირი, ირაკლი სიხარულიძე, დაჩი ცნობილაძე (მეტალურგი), საბა ლომია, გიგა ჟვანია, კობა შალამბერიძე (გურია), გიგა ამბროლაძე, დათა სიჭინავა (კოლხეთი), თეიმურაზ ღონღაძე, ჯაბა ჯიღაური (ჩიხურა), გიორგი ილურიძე, გიორგი ფანცულაია (ზესტაფონი), გივი კვარაცხელია, ჯაბა უგულავა (სიონი), გიორგი ივანიშვილი (სპარტაკი), დათა ციცხვაია (მერანი)

შენიშვნა:უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები გაირკვევა შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით:

-ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);

-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;

-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატში სტუმრად გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატის განმავლობაში გუნდის მიერ მიღებული – წითელ – ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი – 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა.

0.1253