როგორც ფსიქოლოგები ამტკიცებენ, პანდემიისა და კარანტინის შემდეგ ბევრ ცოლ-ქმარსა თუ გულისსწორს შორის გაირბინა “შავმა კატამ“ და ეს ის ჟამია, როდესაც ბევრი წყვილი შორდება. სწორედ ამიტომაც, ცნობილი ადამიანების ურთიერთობებს ბულვარული მედია განსაკუთრებული ინტერესითა და ეჭვით აკვირდება.
ერთ-ერთი პირველი, ვინც ამგვარი იჭვნეული დაკვირვების ქვეშ მოექცა, ლეგენდარული კალათბურთელი კევინ დურანტი და მისი ბოლო გულისსწორი, მოდელი საბრინა ბრაზილია, რომელიც პოპულარული სოციალურ ქსელებში გამოდებულმა თამამმა ფოტოებმა გახადა და დურანტმაც სწორედ სოც-ქსელის მეშვეობით აღმოაჩინა.
ბოლო დროს კევინი და საბრინა ერთად აღარსად ჩნდებიან, საბრინა თავის გულისსწორზე აღარაფერს იწერება და ეს უკვე გახდა დიდი მითქმა-მოთქმის მიზეზი. ამ ამბავზე კომენტარი ჯერ არც ერთს გაუკეთებია, მაგრამ მავანნი უკვე ფიქრობენ, რომ აღნიშნული წყვილი საბოლოოდ გაიყარა და თქვენს წინაშე ფოტოების სახით წარმოდგენილი დიდებული ხორცსავსე ასულის გული აწუკვე ჩიტივით თავისუფელია.