ფეხბურთი

10:27 | 19.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ასეთ სტილში როგორ უნდა ითამაშოს?!" - რონალდუს დამ სარი გააკრიტიკა

კრიშტიანუ რონალდუს დამ ელმა ავეირომ თავისი ძმა დაიცვა და მაურიციო სარი გააკრიტიკა. ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ პოსტში ელმას პირდაპირ სარი არ უხსენებია, მაგრამ ფაქტია, რომ „იუვენტუსის“ სათამაშო სტილი დაიწუნა და ეს სარის პასუხისმგებლობაა.

„კიდევ რისი გაკეთება შეუძლია... ეს ყველაფერია და ამიტომ ჩემი ძვირფასი ძმა მარტო სასწაულებს ვერ მოახდენს... ვერ ვხვდები როგორ უნდა ითამაშოს ამ სტილში... თავი მაღლა ასწიე, ყველაფერს შენ ვერ გააკეთებ“, - დაწერა ელმამ.

შეგახსენებთ, სეზონის განახლების შემდეგ „იუვენტუსმა“ ორ მატჩში გოლიც ვერ გაიტანა და იტალიის თასის ფინალში „ნაპოლისთან“ დამარცხდა.

0.121352